წყალი დედამიწაზე ყველაზე ცნობილი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე ამოუცნობი ნივთიერებაა. წყალი ეს არის ჟანგბადისა და წყალბადის ნაერთი.ის ხომ ჩვენი პლანეტის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი რესურსია?! წყალი სადაცაა იქ სიცოცხლეა,ხოლო სადაც მისი ნაკლებობაა იქ არსებობისთვის ბრძოლა მიდის.
წყალი მუდმივ მოძრაობაშია დედამიწასა და ატმოსფეროს შორის. წყლის ციკლის მამოძრავებელი ძალა მზე და გრავიტაციაა. მზის სითბო ყინულს ადნობს და წყალს აორთქლებს.გრავიტაციის ძალით წვიმა და თოვლი დედამიწაზე მოდის,მდინარეები კი მთებიდან ზღვებში ჩაედინება.
რომ არა წყალი არ მოხდებოდა წყლის წრებრუნვა,რომელსაც ძალიან უნდა ითქვას რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.იგი არამარტო ატმოსფეროს ნაწილებს აერთებს,არამედ ერთმანეთთან აკავშირებს
ჰიდროსფეროს,ლითოსფეროს,ატმოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებს.რომ არა წყალი თვით მსოფლიო ოკეანე არ იარსებებდა,არ იარსებებდა ტენბრუნვა მსოფლიოშ,არც მიწისქვეშა წყლები,არც მდინარეები- რომლებიც არამარტო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო ტენბრუნვაში,არამედ მდინარის წყალს იყენებენ სამეურნეო საქმიანობასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში.ამავე დროს იგი იაფი სატრანსპორტო გზა და ენერგიის წყაროა.მისი მეშვეობით ზომავენ წყლის მახასიათებლებს და აკეთებენ პროგნოზირებას.მხოლოდ მდინარეებსა და ზღვებს ოკეანეში ყოველწლიურად 43,7 ათასი კმ წყალი ჩააქვთ.არ იარსებებდა ტბები,რომელთა სანაპიროებზე დასასვენებელი და სამკურნალო კურორტებია მოწყობილი.ვერ მოაშენებდნენ თევზებსა და წყლის ფრინველებს..
რადგან წყლის გარეშე საერთოდ სიცოცხლე არ იარსებებდა.
ორგანიზმისთვის მის მნიშვნელობაზე კი ახლა ვისაუბროთ.
პირველი კითხვა,რაც ადამიანსა და წყალს შეეხება და რომელიც მე დამებადა იყო ის თუ, რატომ უნდა სვას ადამიანმა წყალი?გარდა იმისა რომ ადამიანი ჩვეულებრივ გარემოშ 7 დღეზე მეტხანს უწყლოდ,ხოლო მშრალი კლიმატის პირობებში 3 დღეზე მეტხანს ვერ გაძლებს.. ესაა წყლის პირველი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მარილების გამოყოფა.
წყლის მეშვეობით რეგულირდება სხეულის ტემპერატურა,სტაბილურდება ცხოველმყოფელობის პროცესები,მიეწოდება უჯრედებს საკვები ნივთიერებები,გამოიყოფა მარილები..
წყალი ჟანგბადის გარდა,სხვა სასარგებლო ნივთიერებებსაც შეიცავს და თავისივე უნიკალური ქიმიური შედგენილობის წყალობით,იწვევს აუცილებელ სასიცოცხლო რეაქციებს ორგანიზმში.წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის თვითგაწმენდას,აგრეთვე აქტიურ როლს ასრულებს ცხიმების ცვლაში. საკმარისი რაოდენობის წყლის სმა ამცირებს კუჭ-ნაწლავში ბაქტერიების რაოდენობასაც.წყლის რესურსებს უდიდესი როლი ეკისრებათ მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის,ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და გარემოს შენარჩუნების საქმეში.. კაცობრიობას ძრითადად,მტკნარი წყლები ესაჭიროება,რომელიც ჩვენს პლანეტაზე ჰიდროსფეროს მხოლოდ 2,6 % - ს შეადგენს.
წყალს ახასიათებს მაღალი თბოტევადობა.ეს კი გულისხმობს,რომ წყალს შეუძლია შთანთქას დიდი რაოდენობით სითბო.ამიტომაც არის,რომ ის მრეწველობასა და მანქანის რადიატორებში ფართოდ გამოიყენება.
მიუხედავად იმისა,რომ დედამიწის 70% წყალია,რატომ განიცდის დღეს ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის და საერთოდ წყლის დეფიციტს?!მიუხედავად იმისა,რომ დედამიწის 70% წყალია რის გამოც "ლურჯ"პლანეტასაც უწოდებენ,ადამიანის სარგებლობისთვის მხოლოდ მცირე რაოდენობით წყალი გამოიყენება.ამიტომაც ენერგეტიკის,ხალხის,მეურნეობის-ყოველივე ამის წყლით უზრუნველყოფა იყო და ამჟამადაც დარჩება ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად ქვეყნებში,ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
კაცობრიობის მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული წყალთან.ამიტომ აუცილებელია დედამიწაზე არსებული წყლის რესურსების დაცვა,რაციონალური გამოყენება და გონივრული მართვა.
თუმცა,მსოფლიო ოკეანის დაბინძურება დღითიდღე მატულობს.წყალს თვითონ ჩვენ ადამიანები ვაჭუჭყიანებთ.
ამჟამად მსოფლიო ოკეანის დაბინძურება გლობარული პრობლემაა.
მსოფლიო ოკეანის სიმდიდრე რომ შევინარჩუნოთ,საჭიროა მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევა... როგორც ამბობენ "ძალა ერთობაშია".
ანა ლობჯანიძე
Harrah's Las Vegas - MapYRO
ОтветитьУдалитьFind your perfect location near Harrah's Las Vegas and Las Vegas in Las Vegas, NV. 충청남도 출장샵 Harrah's 구리 출장마사지 Las 공주 출장안마 Vegas Hotel 동두천 출장샵 and Casino. 동두천 출장샵